ფეხბურთი

13:22 | 24.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

დეპაიმ პსვ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

 

20 წლის ნახევარმცველმა, მემფის დეპაიმ, პსვ-სთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა – იუწყება ჰოლანდიური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი. 

ახალგაზრდა ფეხბურთელით ისეთი ევროპული კლუბები ინტერესდებოდნენ, როგორებიც არიან – “ტოტენჰემი”, “იუვენტუსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”, თუმცა ჰოლანდიელმა მშობლიურ კლუბში დარჩენა ამჯობინა.

დეპაი პსვ-ს პირველ გუნდში 2011 წელს გამოჩნდა. მას შემდგომ, ჰოლანდიური გრანდის მაისურით 87 შეხვედრა ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.

ირაკლი ალიმბარაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111173