ფეხბურთი

10:23 | 11.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

დეპაი პსვ-ში რჩება

 მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, პსვ-ს შემტევ მემფის დეპაიზე მოთხოვნა გაჩნდა. ჰოლანდიელი ფეხბურთელით რამდენიმე ინგლისური კლუბი დაინტერესდა.

ჰოლანდიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ კოკუმ განაცხადა, რომ დეპაი კლუბს არ გამოიცვლის და პსვ-ს ხელმძღვანელობა ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ეთათბირება.

"დეპაი წასვლას არ აპირებს, არც "ტოტენჰემში" და არც სხვა რომელიმე კლუბში. კლუბი მას ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ესაუბრება." _ განაცხადა კოკუმ.

ჰოლანდიელ შემტევს კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აქვს. ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დეპაიმ 4 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და თავი ერთი საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა. გასულ სეზონში 20 წლის ფეხბურთელმა 43 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლთან ერთად 10 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.

გიორგი ბალახაძე

0.105282