კალათბურთი

11:22 | 7.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

"დენვერის" ზედიზედ მეოცე გამარჯვება საკუთარ არენაზე

 

მიუხედავად წამყვანი მოთამაშეების ტრავმებისა (გალინარი, ლოუსონი), "დენვერ ნაგეთსი" მაინც აგრძელებს მოგებათა შთამბეჭდავ სერიას საკუთარ არენაზე. ამჯერად, ჯორჯ კარლის დამოძღვრილმა გუნდმა, Pეპსი ჩენტერ-ში "ჰიუსტონს" უმასპინძლა და უხვქულიან მატჩში 132:114 გაანადგურა.

ლიდერების  გარეშე დარჩენილი "ნაგეთსი", მატჩის პირველ მეოთხედში ცოტა დაბნეულად გამოიყურებოდა, რითაც მშვენივრად ისარგებლეს "როკეტსის" კალათბურთელებმა და 35:25 დაწინაურდნენ. აღსანიშნავია ცენტრის პოზიციაზე მოასპარეზე ლიტველი დონატას მოტეიუნასის კარგი გარჯა, რომელიც სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო მატჩში და პერიოდის მიწურულს შორეული ტყორცნაც კი გამოიყენა.

"დენვერი" ნელ ნელა გამოფხიზლდა, მის თამაშში გამოიკვეთა ახალი ტაქტიკური სქემა, რომლის მთავარი პერსონაჟიც იგუდალა გახლდათ. ანდრე საკუთარ თავზე იღებს მეტოქის კალათზე შეტევებს, თავისი ფიზიკური მონაცემებით და ტექნიკური არსენალის გამოყენებით აგრესიულად უტევს, რიგ შემთხვევებში თვითონვე ასრულებს წამოწყებულ იერიშს, მეურვის გარეშე დარჩენილ პარტნიორებსაც მშვენიერ პასებს აწვდის. "ჰიუსტონმა" ვერ აუღო ალღო "ნაგეთსის"' ასეთ სათამაშო სტილს და მეორე მეოთხედში 39:21 განადგურდა.

მეორე ტაიმის სტარტზე, მასპინძლებმა კიდევ უფრო მოუმატეს სათამაშო ტემპს, კვლავ ძალიან კარგი გახლდათ "ნაგეთსის" მეორე ხუთეულის წევრი კორი ბრიუერი, რომელიც ამჯერადაც გადაცდა 20 ქულიან ზღვარს (22 ქულა). გალინარის შემცვლელმა ვილსონ ჩენდლერმა ყველა დისტანციიდან დაბომბა მეტოქე, რის შემდეგაც, უკანასკნელი პერიოდის წინ, ჯორჯ კარლის გუნდს 19 ქულიანი ჰანდიკაპი გააჩნდა - 102:83.

ბოლო მეოთხედში, გამარჯვებულის ბედი ისედაც გარკვეული იყო და ამიტომაც, ორივე გუნდის კალათბურთელებმა დაცვაში თამაშზე საერთოდ უარი თქვეს და აქცენტი მხოლოდ შეტევაზე გააკეთეს. "ჰიუსტონმა" საბოლოოდ 114 ქულა ჩაუგდო მასპინძლებს, თუმცა საკუთარ კალათში ერთბაშად 132 მიიღო, რამაც განგაშის ზარებს უნდა შემოაკვრევინოს კევინ მაკჰეილს, რადგან მისი გუნდი, ასეთი დაცვით, პლეი ოფში შორს ნამდვილად ვერ წავა.

მატჩის MVP ანდრე იგუდალა გახდა, რომლის მონაგრი 18 ქულა, 14 პასი და 7 მოხსნა გახლდათ, სტუმართა რიგებში კი გამოირჩა ჩინური წარმოშობის გამთამაშებელი ჯერემი ლინი, რომელმაც "ჰიუსტონს" 23 ქულა მოუტანა.

"დენვერმა" საკუთარ არენაზე მიჯრით მე-20-ე გამარჯვება იზეიმა.

"ნაგეთსს" 20 მატჩიანი მოგებათა სერია ბოლოს 1985 წელს (30 იანვარი - 9 მარტი) ქონდა.

"ჰიუსტონის" ფორვარდმა ჩენდლერ პარსონსმა, ბოლო ოთხ მატჩში უკვე მესამე შეხვედრა გამოტოვა ტრავმის გამო.

"დენვერის" კალათბურთელებმა, "ჰიუსტონთან" მოგებულ შეხვედრაში ჯამში 40 შედეგიანი გადაცემა შეასრულეს. კლუბის ისტორიაში უკეთესი მაჩვენებელი, ბოლოს, 2008 წლის 26 მარტს დაფიქსირდა "სიეტლ სუპერსონიქსთან" (44შედეგიანი პასი).

"ბრუკლინ ნეთსმა" საკუთარ დარბაზში ლიგის უპირობო აუტსაიდერ "შარლოტს" უმასპინძლა და ყოველგვარი პრობლემების გარეშე დაამარცხა - 105:96.

"ნეთსის" ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია, სამატჩო 13 კაციან განაცხადში არ გახლდათ.

 

 

სან ანტონიო – ატლანტა  99:97 (21:20, 30:20, 22:29, 26:28)

“სან ანტონიო”: დე კოლო (6), გრინი (4), ლეონარდი (23), სპლიტერი (5), დანკანი (31+14მ+4დ); ჯექსონი (9), დიაუ, ჯოზეფი (8), ნილი (2), ბონერი, ბლერი (11)

“ატლანტა”: ტიგი (6), ჯონსი (9), პეტრო (11), ჯონსონი (14), ტოლივერი; ჯენკინსი (23), მაკი (12), სკოტი (22)

 

დენვერი - ჰიუსტონი  132:114 (25:35, 39:21, 38:27, 30:31)

“დენვერი”: მილერი (11), იგუადალა (18+14პ+7მ), კუფოსი (6), ფარიდი (13), ჩენდლერი (21); ფურნიე (17), ბრიუერი (22), რენდოლფი (14), მაკგი (6), ჰემილტონი (2), ქ.მილერი (2)

“ჰიუსტონი”: ლინი (23), ჰარდენი (14), აშიკი (4), სმიტი (6), გარსია (12); ბევერლი (7), რობინსონი (5), ბრუქსი (7), მოტეიუნასი (12), ანდერსონი (11), ჯონსი (13)

 

ვაშინგტონი - ინდიანა  104:85 (31:26, 20:22, 26:18, 27:19)

“ვაშინგტონი”: ვოლი (37), ოკაფორი (8), ნენე (7), ვებსტერი (13), ტემპლი (8); სერაფინი (15), ბუკერი (5), არიზა (5), სინგლეტონი (2), პრაისი (4)

“ინდიანა”: ჰილი (11), სტივენსონი (2), ჰიბერტი (25+10მ), ვესტი (12+10მ), ჯორჯი (2); იანგი (2), ტ.ჰენსბრო (4), ჯონსონი (3), გრინი (13), მაინმი, ოგუსტინი (5), პენდერგრაფი (2), პლამლი (4)

 

ბრუკლინი - შარლოტი  105:96 (29:23, 24:31, 30:21. 22:21)

“ბრუკლინი”: უილიამსი (32), ჯონსონი (15), ლოპესი (19),ევანსი (14+20მ), ვოლესი (1); ბლაჩი (16),ვოტსონი (4), ბრუქსი (4), ტელეტოვიჩი

“შარლოტი”: ვოკერი (7), ჰენდერსონი (22),ბიიომბო (10+10მ), მაკრობერტსი (6), კიდ-გილკრისტი (6); ადრიენი (4),გორდონი (27), ტომასი (2), პარგო (12)

 

მაიამი - ფილადელფია  106:87 (33:18, 17:28, 27:30, 29:11)

“მაიამი”: ჩელმერსი (11), მილერი (3), ენტონი (2), ჯეიმსი (27), ჰასლემი (10); ალენი (11), ანდერსენი (7), კოული (13), ლუისი (14), ბეტიე (8)

“ფილადელფია”: ჰოლიდეი (18), ვილკინსი (7)თ. იანგი (9), თერნერი (14), ჰოუსი (11+11მ); მოუტრი (2), რაიტი (10), ნ.იანგი (10), ალენი (6)

 

მინესოტა - დეტროიტი  107:101 (33:25, 28:30, 20:23, 26:23)

“მინესოტა”: რიდნური (5),რუბიო (10), პეკოვიჩი (20+13მ), კირილენკო (13), უილიამსი (14); ბადინგერი (10), კანინგემი (13), ბარეა (20), შვედი, სტიმსმა (2)

“დეტროიტი”: ნაითი (25), სინგლერი (6), მონრო (16), კალდერონი (6), დრამონდი (9); სტაკი (20), მიდლეტონი (7), ჯერებკო (7), ვილიანუევა (5)

 

მილუოკი - ტორონტო  100:83 (26:16, 35:26, 19:13, 20:28)

“მილუოკი”: ჯენინგსი (16), ელისი (22),სანდერსი (12), ილიასოვა (9), დანიელსი (4); დანლივი (10), მბა მოუტე (10), აიონი (4), რედიკი (8), სმიტი (2), ჰენსონი (2), გუდენი (1)

“ტორონტო”: ლოური (7), დეროზანი (12),ვალანჩუნასი (12), გეი (4), ჯონსონი (2); ფილდსი (5), როსი (11), ტელფაირი (3), ანდერსონი (14), გრეი, ეისი (13)

 

  დასავლეთ კონფერენცია

1. სან ანტონიო
77 57 4 3 20 7967:7411 0.740
2.   76 56 4 2 20 8044:7332 0.737
3. დენვერი 77 53 4 1 24 8155:7775 0.688
4.   76 50 0 2 26 7677:7205 0.658
5. მემფისი 76 51 4 1 25 7118:6821 0.671
6. გოლდენ სტეიტი
76 44 2 2 32 7673:7609 0.579
7. ჰიუსტონი 77 43 0 3 34 8181:7905 0.558
8. ლეიკერსი 76 40 2 0 36 7761:7678 0.526
9. იუტა 77 40 3 3 37 7588:7599 0.519
10. დალასი 76 37 2 8 39 7695:7765 0.487
11. პორტლენდი 76 33 5 1 43 7434:7630 0.434
12. მინესოტა 76 29 1 1 47 7274:7438 0.382
13. საკრამენტო 76 27 0 4 49 7607:7975 0.355
14. ნიუ ორლეანი
76 26 1 3 50 7144:7412 0.342
15. ფინიქსი 76 23 3 2 53 7203:7713 0.303

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

1. მაიამი 76 60 5 1 16 7824:7228 0.789
2. ნიუ იორკი
75 49 0 1 26 7456:7143 0.653
3. 77 48 2 3 29 7291:6942 0.623
4. ბრუკლინი 76 44 5 0 32 7326:7220 0.579
5. ჩიკაგო 75 42 3 2 33 6962:6926 0.560
6. 78 42 4 1 36 7611:7583 0.538
7. ბოსტონი 76 39 7 4 37 7307:7328 0.513
8. მილუოკი 76 37 3 2 39 7527:7619 0.487
9. ფილადელფია 76 31 2 1 45 7062:7319 0.408
10. ვაშინგტონი 76 29 0 5 47 7072:7224 0.382
11. ტორონტო 77 29 2 7 48 7453:7633 0.377
12. 77 25 0 3 52 7247:7619 0.325
13. კლივლენდი 75 23 0 1 52 7263:7609 0.307
14. ორლანდო 77 19 0 3 58 7255:7770 0.247
15. შარლოტი 77 18 3 1 59 7187:7933 0.234


0.15305