პლეი ოფის პირველ რაუნდში ნაწვნევი ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, "დენვერს" შეცდომის დაშვების უფლება აღარ ჰქონდა. ჯორჯ კარლის დამოძღვრილმა გუნდმა საკუთარ Pepsi Center-ში ძალზე დამაჯერებელი თამაში აჩვენა და შანსი არ დაუტოვა "გოლდენ სტეიტს". "ნაგეთსმა" წინა ხაზის მოთამაშეების დომინანტური გარჯის შედეგად "უორიორზი 7-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 107:100 - და სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა - 2:3.
მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან ხელთ იგდეს უპირატესობა და მაქსიმალურად დატვირთეს სამწამიანი ზონა. კენეტ ფარიდმა, ჯავალ მაკგიმ და კოსტა კუფოსმა პირად ორთაბრძოლებში აშკარად დაჩაგრეს ავსტრალიელი ცენტრი ენდრიუ ბოგატი (მატჩი 2 ქულით და 5 მოხსნით დაასრულა, რაც მისთვის მიმდინარე საპლეიოფო სერიაში ყველაზე ცუდი შედეგია) და ფესტუს ეზელი. "დენვერის" უკანახაზელებს ძირითადი აქცენტი დაცვაში თამაშზე ჰქონდათ გაკეთებული და რიგ ეპიზოდებში მშვენივრად ამოკეტეს სტეფ კარისა და კლეი ტომფსონის მრისხანე დუეტი. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით "ნაგეთსმა" საწყისი ორი მეოთხედი მოიგო და დიდ შესვენებაზე სოლიდური 20 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა 66:46.
მეორე ტაიმში თამაშის გადარჩენა "ვორიორზის" რიგებში ახალბედა ჰარისონ ბარნსმა და გამოცდილმა ჯარეტ ჯეკმა ითავეს, რომელთა აქტიური ქმედების შედეგად რამოდენიმეჯერ სტუმრები სახიფთო დისტანციაზე მიუახლოვდნენ "დენვერს", თუმცა მასპინძელთა მიერ დემონსტრირებულ ფიზიკურ კალათბურთს საბოლოოდ ვერაფერი დაუპირისპირეს და პლეი ოფში მეორე მარცხი იგემეს 100:107.
შეხვედრის გმირი ანდრე იგუდალა გახდა, რომლის ანგარიშზეც 25 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ. ორმაგი დუბლით გამოირჩა კენედ ფარიდიც 13 ქულა, 10 მოხსნა. "გოლდენ სტეიტის" რიგებში კი საუკეთესო ჰარისონ ბარნსი იყო, რომელმაც პირადი საპლეიოფო რეკორდი დაამყარა Uუთავაზა რა მეტოქეს 23 ქულა.
"კლიპერსი" პლეი ოფის პირველი რაუნდის რიგით მეხუთე დაპირისპირებას უდიდესი დანაკლისით შეხვდა - მათ შემადგენლობაში ტრავმის გამო არ გახლდათ ბლეიკ გრიფინი, მის გარეშე კი კალიფორნიელებს ძალიან გაუჭირდათ, განსაკუთრებით სამწამიან ზონაში, სადაც ბენეფისი მოიწყვეს ზაკ რენდოლფმა და მარკ გასოლმა. მათი ჯამური მონაგარი 46 ქულა და 19 მოხსნა გახლდათ. შეტევასა და დაცვაში შედეგიანი იყო "გრიზლის" ძირითადი გამთამაშებელი მაიკლ კონლი, რომელმაც მატჩი 20 ქულით დახურა, ლიგის ერთ ერთმა საუკეთესო დამცველმა ტონი ალენმა კი რიგ ეპიზოდებში თამაშიდან საერთოდ გამოთიშა ჯამალ კროუფორდი. ერთადერთი მოთამაშე რომელიც ჩანდა "კლიპერსის" რიგებში და ბლომდე იბრძოდა ეს კრის პოლი გახლდათ, რომელამც საკუთარ გუნდს 35 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი შეაწია, თუმცა მხოლოდ მისი კარგი გარჯა არ გახლდათ საკმარისი თამაშის მოსაგებად 93:103 - "მემფისის" დამსახურებული გამარჯვება.
ლაიონელ ჰოლინზმა მწვრთნელთა ტაქტიკურ დუელში აშკარად დაჯაბნა ვინი დელ ნეგრო და მისმა გუნდმა მოედნის უპირატესობასთან ერთად სერიაში ლიდერობაც მოიპოვა 3:2.
დენვერი - გოლდენ სტეიტი 107:100 (36:22, 30:24, 20:23, 21:31)
დენვერი: ლოუსონი (19+10პ), იგუდალა (25+12მ+7პ), მაკგი (10), ფარიდი (13+10მ), ჩენდლერი (19); ბრიუერი (4), კუფოსი (6), მილერი (11), რენდოლფი, სტოუნი
გოლდენ სტეიტი: კარი (15), ტომფსონი (19), ბოგატი (2), ჯეკი (20), ბარნსი (23); ეზელი (8), ლენდრი (9), გრინი (3), ბაზემოური, მაჩადო, ჯეფერსონი (1), ჯონსი
სერიას იგებს გოლდენ სტეიტი 3:2
კლიპერსი - მემფისი 93:103 (28:26, 20:28, 17:19, 28:30)
კლიპერსი: პოლი (35), ბილაფსი (3), ჯორდანი (6), გრიფინი (4), ბატლერი (5); კროუფორდი (15), ბარნსი (6), ოდომი (5), ჰოლინზი (4), ბლედსოუ (7), ტურიაფი (3)
მემფისი: კონლი (20), ალენი (6), გასოლი (21), რენდოლფი (25+11მ), პრინსი (15); ბეილისი (9), დულინგი (2), არტური (4), პოინდექსტერი (1), დევისი, როტენი
სერიას იგებს მემფისი 3:2