კალათბურთი

21:36 | 7.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

დენი ეინჯი ბერძენ კალათბურთელს აკვირდება

 

SheridanHoops-ის ინფორმაციით, "ბოსტონის" გენერალური მენეჯერი დენი ეინჯი რამოდენიმე დღის წინ საბერძნეთში გახლდათ, რათა დაკვირვება მოეხდინა ახალგაზრდა, 208 სანტიმეტრის სიმაღლის მქონე ბერძენ კალათბურთელ იანის ადეტოკუნბოზე, რომელიც ბერძნული საკალათბურთო ლიგის მეორე დივიზიონის კლუბ "ფილატლიტიკოსში" ასპარეზობს.

ადეტოკუნბომ მოახერხა თავის გამოჩენა, მან მატჩში 19 ქულა, 9 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. ბერძენი ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ როგორი კმაყოფილი გახლდათ იანისის თამაშით, დენი ეინჯმა  კალათბურთელი ახალგაზრდა სკოტი პიპენს შეადარა.

0.112421