ფეხბურთი

17:34 | 3.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დემპსი “ტოტენჰემიდან” წასვლას აპირებს

“ტოტენჰემის” ამერიკელი ნახევარმცველი კლინტ დემპსი, გუნდის დატოვებას აპირებს. Daily Mail-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც “დეზებმა” პაულინიო შეიძინეს და რობერტო სოლდადოსთანაც მორიგდნენ, დემპსის მიაჩნია, რომ ახალ სეზონში საკმარისი სათამაშო დრო აღარ მიეცემა, ამიტომ სხვაგან გადასვლას ფიქრობს. ყველაზე სავარაუდო კლუბად, აშშ-ის “სიეტლ საუნდერსს” მიიჩნევენ, რომელიც ამერიკელში დაახლოებით 7 მილიონ ევროს იხდის. 30 წლის დემპსიმ, “ტოტენჰემის” მაისურით, ინგლისის შარშანდელ პრემიერლიგაში 29 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა, თუმცა “ძირითადში” სტაბილური ადგილი მაინც ვერ დაიმკვიდრა.

შეგახსენებთ, რომ კლინტ დემპსი აშშ-ის ნაკრების კაპიტანიცაა.


 


 

0.117808