ფეხბურთი

19:06 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

დემიკელისს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის იმედი არ აქვს

“მანჩესტერ სიტის” არგენტინელი ცენტრალური მცველი მარტინ დემიკელისი აცხადებს, რომ მას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაშის იმედი გადაწურული აქვს.

“ვგრძნობ, რომ არგენტინის ნაკრებში დაბრუნებისთვის მზად ვარ. მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ძალიან მინდა და მივიჩნევ, რომ მცველისთვის იდეალურ ასაკში ვიმყოფები. თუმცა, 95%-ით ვარ დარწმუნებული, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დროს არდადეგებზე ვიქნები.” – ციტირებს 33 წლის ფეხბურთელის სიტყვებს Sky Sports-ი.

მარტინ დემიკელისი არგენტინის ნაკრების წევრი 2005-2011 წლებში იყო. ეროვნული გუნდის მაისურით მან 37 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.119349