ფეხბურთი

11:48 | 6.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დემიკელისის უიღბლო დასაწყისი

 “მანჩესტერ სიტის”, მცველი მარტინ დემიკელისი დაუშავდა. ბრიტანული პრესის ცნობით, 32 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა, ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მუხლი იტკინა და მინდორზე დაბრუნებას, სავარაუდოდ, ნოემბრამდე ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, დემიკელისი “მანჩესტერ სიტიში” სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ გადავიდა მადრიდის “ატლეტიკოდან”. ექიმების წინასწარი დიაგნოზით, მუხლი საოპერაციო არაა, მაგრამ საფუძვლიან მკურნალობას საჭიროებს.

 

0.116205