“მანჩესტერ სიტის” არგენტინელ ცენტრალურ მცველს, მარტინ დემიკელისს იმედი აქვს, რომ ის მიმდინარე წლის ზაფხულში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს.
დემიკელისს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია 2011 წლის შემდეგ აღარ იძახებს, მაგრამ 33 წლის ფეხბურთელი იმედს მაინც არ კარგავს.
“მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის იმედი ჯერ კიდევ მაქვს მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ნაკრებიდან გამოძახება დიდი ხანია არ მიმიღია.
იყო დრო, როდესაც “ბაიერნში” რეგულარულად ვთამაშობდი და ნაკრებში მაინც არ მიძახებდნენ, მაგრამ ბოლოს ეს მაინც მოხდა. იმ დროს დიდ სიხარულს განვიცდიდი და მინდა იგივე განმეორდეს.” – ციტირებს დემიკელისის სიტყვებს Sky Sports-ი.
მარტინ დემიკელისს, 2005-2011 წლებში, არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 37 თამაში აქვს ჩატარებული.