ფეხბურთი

15:44 | 20.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

დემიკელისი “მალაგას” უჩივის

ინგლისის “მანჩესტერ სიტის” არგენტინელმა მცველმა მარტინ დემიკელისმა თავისი ყოფილი კლუბის, “მალაგას” წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და საკონტრაქტო პირობების შესრულებას ითხოვს.

როგორც 33 წლის ფეხბურთელის იურისტებმა Football Espana-ს განუცხადეს, კლუბს მათი კლიენტის 400 ათასი ევრო მართებს.

დემიკელისმა “მალაგა” გასულ ზაფხულს დატოვა და მადრიდის “ატლეტიკოში” გადაბარგდა, მაგრამ იქ ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია - “მანჩესტერ სიტიში” გაიყიდა.

მიმდინარე წლის ბოლომდე ესპანეთის საფეხბურთო ლიგა და ქვეყნის ფეხბურთელთა ასოციაცია შეხვედრას გამართავს, სადაც დემიკელისის მიმართ დავალიანების საკითხი გაირკვევა. ამ ორგანიზაციებს შეუძლიათ, რომ გუნდს ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირების უფლება შეუჩერონ, ანუ თუ “მალაგა” მარტინთან ანგარიშს არ გაასწორებს, ახალ ფეხბურთელებს ვერ დაიმატებს.

0.121853