ფეხბურთი

20:22 | 29.10.2013 | ნანახია NaN - ჯერ

დემიკელისი ძირითადისთვის ბრძოლას აპირებს

“მანჩესტერ სიტის” არგენტინელი ცენტრალური მცველი მარტინ დემიკელისი, “ქალაქელთა” შემადგენლობაში სადებიუტო თამაშის ჩატარების შემდეგ, ამბიციურ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ის ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

“თავს 20 წლის ბიჭივით ვგრძნობ. მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში თამაშით შეუფასებელ გამოცდილებას ვღებულობ. ამბიციით აღსავსე ვარ. არ მინდა, მეორეხარისხოვანი ფეხბურთელი ვიყო. ჩემი მიზანი კლუბისთვის სარგებლის მოტანაა.

ჩემი მუხლი კარგად გამოიყურება. ამიტომ, ვფიქრობ, “ნიუკასლთან” სათამაშოდ მზად ვარ და საერთოდ, ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად სერიოზული ბრძოლის გამართვას ვაპირებ.” – ციტირებს დემიკელისის სიტყვეს Sky Sports-ი.

მარტინ დემიკელისი “სიტიში” გასულ ზაფხულში გადავიდა, მაგრამ ტრავმის გამო, მისი დებიუტი მხოლოდ გასულ უქმეებზე, “ჩელსისთან” 1:2 წაგებულ შეხვედრაში შედგა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:12 | 25.04.2019
mtiula (1604)

tipma 6/3 moigo pirveli seti dzan advilat da 0/5 agebs 15 wutshi mere sets ubralot gaugebaria an ar unda tamashi an fsikologi jirdeba rom perivit da klijanivit xasietis motamashet ar chamoyalivdes

18:08 | 25.04.2019
mtiula (1604)

codvilobs isev basila ex basil basil

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064544
სარეკლამო ადგილი - 99
X x X