25 წლის ხუან მარტინ დელ პოტრომ გუშინ სამედიცინო მანიპულაცია ჩაიტარა. ქირურგებმა ჩოგბურთელს ტრავმირებულ იდაყვზე ოპერაცია გაუკეთეს და როგორც ირწმუნებიან, აღდგენითი პროცესი 8-10 კვირას გასტანს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, “დელპო” მიმდინარე სეზონში კორტზე გასვლას ვერ შეძლებს.
“ყველას მოგიკითხავთ. ოპერაციის შემდეგ ტკივილი ცოტათი კი მაწუხებს, მაგრამ იმედია, ამიერიდან მარცხენა ხელი აღარ შემაწუხებს. ფოტოზე ექიმებთან, რიჩარდ ბერგერსა და ფრანკოსთან ვარ გადაღებული”, - ეს სიტყვები დელ პოტრომ “ფეისბუქზე” დაწერა.