არგენეტინელი ხუან მარტინ დელ პოტროს კორტზე დაბრუნება კვლავ გადაიდო. მარტში გაკეთებული მაჯის ოპერაციის შემდეგ, აღდგენითი პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს და რეიტიგნის მე-14 ნომერი მომდევნო ორ თვეში გასამართ ჩინეთის, იაპონიისა და მალაიზიის ტურნირებს აუცილებლად დააკლდება.
არგენტინელისთვის 2014 წელი ძალიან კარგად დაიწყო. მოიგო კარიერაში მე-18 ATP ტურნირი სიდნეიში, მაგრამ მას შემდეგ რაც ავსტრალიის ღია პირველობის მეორე რაუნდიდან რობერტო ბაუტისტამ გამოაგდო, დელ პოტრომ 2 ტურნირზე მხოლოდ 4 მატჩის ჩატარებაღა შეძლო.
,,ევროსპორტი’’ არგენტინელის Facebook-ის ოფიციალური გვერდიდან ხუან მარტინის მიმართვას აქვეყნებს: ,,ძალიან ბევრი ვიშრომე, აზიური ტურნესთვის მზად რომ ვყოფილიყავი, სადაც წინა წელს ძალიან კარგი შედეგები ვაჩვენე. განსაკუთრებული მადლობა მალაიზიელ, ტოკიოელ და შანხაელ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის’’.
ასევე, დელ პოტრომ დაამატა,რომ ყველაფერს გააკეთებს წლის ბოლოს ევროპულ ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად.
25 წლის არგენტინელს კარიერის განმავლობაში 312 მოგება და 126 წაგება მოუგროვდა. კარიერის უდიდესი მიღწევა კი უდავოდ 2009 წელს მოგებული ამერიკის ღია პირველობაა.
ზურა ორაგველიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Magari jilka igrokia ...
დელ პოპო
დევისის თასზეც რამე დაგეწერათ რა
საფრანგეთი-ჩეხეთი 4-1
შვეიცარია-იტალია 3-2
დევისის თასს ახალი გამარჯვებული ეყოლება
მაგრად მევასები დელპო იმედია აუსტრალიიდან ჩაერთვები
მეც
stripslashes((strlen('http://m.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA')>0?'http://m.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA':'http://m.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA'))
აუ შეჭამა, რა ეს საცოდა ი ტრავმებმა. არადა ისეთი მონაცემები აქვს ნომერ პირველი იქნებოდა
აუ რა არადა მართლა მაგარი ჩოგბურთელია რამაგარი ხარ მთელი კარიერა ტრავმები ააწამებს რა კიდევ უნდა დაამტკიცოს რომ ძლიერია და დაამტკიცებს კიდეც..ველოდები გამოჩEსან მაგრამ რა აქ ასეთი რა ჭირს
იმედია დაადგება საშველი.
კი ხო