ჩოგბურთი

23:58 | 24.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

დელ პოტრომ ვერდასკო დაამარცხა


აშშ-ის წლევანდელი ღია პირველობის ჩემპიონმა ხუან მარტინ დელ პოტრომ ლონდონის რვაკაცაზე თავისი პირველი გამარჯვება იზეიმა – ან ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ფერნანდო ვერდასკო დაჯაბნა.
მე-5 ნომრად განთესილმა 21 წლის არგენტინელმა, ვინაც პირველ ტურში სკოტ ენდი მარეისთან (#4) დათმო, რანგით მე-7 ჩოგნის მქნეველ 26 წლის ცაცია ესპანელს დაძაბულ ბრძოლაში 6:4 3:6 7:6 (7:1) სძლია.
ტანმაღალი არგენტინელი ამ შეხვედრაში, პირველ ტურთან შედარებით, გაცილებით უკეთ აწვდიდა და გადამწყვეტ მომენტებშიც – განსაკუთრებით კი აიდოსტზე – უფრო მობილიზებულად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდა.
მესამე ტურში ის მის მიერ აშშ-ის ღია პირველობის ფინალში ძლეულ როჯერ ფედერერს (#1) დაუპირისპირდება, რომელიც – შეგახსენებთ – ნაშუაღამევს მარეის უნდა ერკინოს.
დელ პოტრო წლის შემაჯამებელ ტურნირზე მეორედ გამოდის – შარშან მან შანხაიში 2 მარცხის წილ 1 შეხვედრა მოიგო და ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა. ვერდასკოსთვის კი ეს პირველი რვაკაცა გახლავთ. ხუთშაბათს ის მარეისთან იპაექრებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160656