არგენტინაში წლის საუკეთესო სპორტსმენად ჩოგბურთელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაასახელეს, რომელმაც “ბარსელონას” თანამემამულე ვარსკვლავ ლეო მესის გაასწრო.
“2013 წელი ჩემთვის იღბლიანი გამოდგა. არცკი მეგონა, ამდენს თუ მივაღწევდი. მთავარი კი ისაა, რომ გრანდებთან ტოლსწორად თამაშისა და მათი დამარცხების გემო კვლავ შევიგრძენი. მოუთმენლად ველი მომავალი სეზონის სტარტს. რთულია რეიტინგში რაფა ნადალის, ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ენდი მარეის გასწრება, მაგრამ ამას აუცილებლად შევეცდები”, - განაცხადა დელ პოტრომ Clarin-ის კორესპონდენტთან საუბრისას.
შეგახსენებთ, წლეულს 25 წლის “დელპომ” როტერდამის, ვაშინგტონის, ტოკიოს და ბაზელის ტურნირები მოიგო.