არგენტინელი ჩოგბურთელი ხუან-მარტინ დელ პოტრო ქვეყნის 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენის პრიზით – ტრადიციული პრემია Olimpia de Oro-თი დააჯილდოვეს.
რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, დელ პოტრომ ესპანური “ბარსელონას” ფორვარდ ლიონელ მესის გაუსწრო, რომელიც მე-2 ადგილზე გავიდა, მე-3 პოზიცია კი გოლფის მოთამაშე ანხელ კაბრერას ერგო.
გასულ სეზონში ხუან-მარტინის მთავარი მიღწევა აშშ-ს ღია პირველობის მოგება გახლდათ.







