ჩოგბურთი

21:07 | 11.03.2013 | ნანახია 611 - ჯერ

დელ პოტრომ ინდიან უელსის ტურნირზე მესამე რაუნდში გააღწია

მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერმა არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ ინდიან უელსში მიმდინარე პრესტიჟული ტურნირის მეორე რაუნდში რუსი ნიკოლაი დავიდენკო ორ სეტში დაამარცხა - 6:3, 6:4 და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრა 1 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ნიკოლაიმ სამი ბრეკპოინტიდან ორი მათგანის რეალიზება მოახერხა, არგენტინელმა კი მეტოქის ჩაწოდების აღების 12 შანსიდან 4 გამოიყენა. დავიდენკოს ანგარიშზე არცერთი ეისი არაა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხუან მარტინს კი 7 ეისის წილ არცერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია.
მეოთხედფინალის საგზურისთვის დელ პოტრო გერმანელ ბიორნ ფაუს დაუპირისპირდება, რომელმაც ასპარეზობას ფრანგი ჟერემი შარდი გამოთიშა.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

0.078442
611