ჩოგბურთი

0:08 | 6.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

დელ პოტრო საოპერაციოა


აშშ-ის შარშანდელი ღია პირველობის გამარჯვებული ხუან მარტინ დელ პოტრო უახლოეს დღეებში მარჯვენა მაჯის ოპერაციას გაიკეთებს და კორტს “დიდი დროით” ჩამოცილდება.
21 წლის არგენტინელმა, რომელსაც ტრავმის გამო იანვრის შემდეგ აღარ უთამაშია, ამის შესახებ ერთ-ერთ არგენტინულ რადიოს წერილობით აცნობა.
წერილში მან თქვა, რომ აქამდელმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და მაჯა ოპერაციას საჭიროებს.
მსოფლიო რეიტინგის მეხუთეადგილოსანმა უარყო მის სამშობლოში გავრცელებული ცნობები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის ახლა დეპრესიაში იყოს, და ამ ცნობებს “ბოროტი და ყალბი” უწოდა.
როგორც მისმა აგენტმა უგო კოლომბინიმ მედიასთან საუბარში დასძინა, ჯერ-ჯერობით შეუძლებელია იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ როდის დაუბრუნდება კორტს არგენტინელი მეჩოგნე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091304