ჩოგბურთი

10:45 | 5.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ პოტრო მოგებით იწყებს

 

25 წლის არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ ლონდონში, წლის შემაჯამებელი ტურნირი მოგებით გახსნა. პატაგონიელმა 2 საათსა და 23 წუთში ფრანგ რიშარ გასკეს 6:7, 6:3, 7:5 მოუგო და B ჯგუფში მისი მომავალი მოწინააღმდეგე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.

გასკესთან დაპირისპირებისას „დელპომ“ 4 ბრეიკი, 5 ეისი შეასრულა და 27 წლის რიშართან ურთიერთშეხვედრების ანგარიში 6:1 გახადა.

„გასკესთან მატჩის დასაწყისში პოზიტიურ განწყობას ვერ მივაღწიე. ვერაფრით ვახერხებდი კონცენტრირებას. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ მატჩის ჩემ სასურველ კალაპოტში გადასაყვანად ტრიბუნების ატმოსფერო დამეხმარა. ყურადღების მობილიზება და თამაშისგან სიამოვნების მიღება შევძელი. მომდევნო შეხვედრებში კიდევ უფრო გამიჭირდება. 2 კვირის წინ ფედერერს მოვუგე, გასულ უიკენდზე კი როჯერმა დამამარცხა. ჩვენი მატჩები ყოველთვის საინტერესოა. ვნახოთ, ამჯერად რა გამოგვივა. ჯოკოვიჩს რაც შეეხება, ნოვაკი ბრწყინვალე ფორმაშია და მისი დამარცხება ურთულესი საქმეა“, - დელ პოტრო უკვე მომდევნო პაექრობებზე ფიქრობს.

 

 

0.115418