ჩოგბურთი

10:56 | 13.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ პოტრო ლონდონში ითამაშებს

 შანხაის “მასტერზ1000”-ის ფინალში გასვლის წყალობით არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ ლონდონის წლის შემაჯამებელ ტურნირზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ეს შეჯიბრება 4-11 ნოემბერს ჩატარდება. დელ პოტრომდე დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მონაწილეობის საგზური რაფა ნადალმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა და დავიდ ფერერმა დაისაკუთრეს. ლონდონში ენდი მარეისაც უნდა ეთამაშა, მაგრამ უიმბლდონის მოქმედმა შოტლანდიელმა ჩემპიონმა ოპერაცია გაიკეთა და კორტს მომავალ წლამდე დაემშვიდობა.

შანხაის ტურნირის ნახევარფინალში ნადალის 6:4, 6:2 დამარცხებისა და ლონდონის სეზონის შემაჯამებელ შეჯიბრებაზე ადგილის დაბევების შემდეგ 25 წლის ხუან მარტინმა შემდეგი განაცხადა: “მიღწეულით მოხარული ვარ. ამჟამად სათანადო ფორმაში ვარ, კარგ ჩოგბურთს ვუჩვენებ მაყურებლს და ლონდონში წარმატებით გამოსვლის იმედი მაქვს”.

შანხაის “მასტერზ1000”-ის ფინალში დელ პოტრო რეიტინგსიის მეორე ნომერ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება. 

0.11503