ხუან მარტინ დელ პოტრომ პარიზის “მასტერზ1000”-ის მეოთხედფინალი როჯერ ფედერერთან დათმო, თუმცა, არგენტინელის “ფრანგული უსიამოვნებანი” ამით არ ამოწურულა. ლონდონში, წლის შემაჯამებელ ტურნირზე მგზავრობისას დელ პოტრო პარიზის ჩრდილოეთის სარკინიგზო სადგურში გაქურდეს.
“უკვე რეგისტრაციას გავდიოდი, როდესაც ავტოგრაფი მთხოვეს. მე მოვტრიალდი და ვიდრე ქაღალდზე ხელს მოვაწერდი, სწორედ ამ ოციოდე წამის განმავლობაში გამქურდეს”, - “დელპოს” ეს სიტყვები არგენტინულ ვებგვერდ batennisworld.com-ს მოჰყავს.
მოგვიანებით ამ ფაქტს ამერიკელი საჩოგბურთო მიმომხილველი მეტ კრონინი გამოეხმაურა და საკუთარ Twitter-ზე გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც დელ პოტროს რომის პაპის მიერ ნაკურთხი კრიალოსანი მოჰპარეს. შეგახსენებთ, ხუან მარტინი მაისში რომის პაპ ფრანსისკთან აუდიენციაზე იყო.