ფეხბურთი

14:57 | 21.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერომ “სიდნეისთან” გაახანგრძლივა

ავსტრალიური “სიდნეის” ვეტერანმა თავდამსხმელმა ალესანდრო დელ პიერომ კლუბთან კონტრაქტი წელიწადით გაახანგრძლივა. ამ ინფორმაციას ავსტრალიური კლუბის ოფიციალური საიტი ადასტურებს. 

“მიხარია, რომ “სიდნეიში” კიდევ წელიწადს გავატარებ. აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს. ყოველთვის ვამბობდი, რომ კარიერის გაგრძელება “სიდნეიში” მსურდა. არჩევანს არ ვნანობ”, - განაცხადა ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა “ათიანმა”. 
შეგახსენებთ, რომ დელ პიერომ “ბებერი სინიორა” ზაფხულში დატოვა და “სიდნეის” მიაშურა.
0.118611