იტალიელმა ვარსკვლავმა ალესანდრო დელ პიერომ "სიდნეი" დატოვა. 39 წლის ფეხბურთელმა ავსტრალიურ კლუბში ორი სეზონი გაატარა და თავი 24-ჯერ გამოიჩინა.
ბოლო დროს იტალიური და ავსტრალიური მედიის ცნობით, დელ პიეროს "სიდნეის" გაწვრთნასაც სთავაზობდნენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რას გააკეთებს ფეხბურთელი მომავალში. "იუვენტუსის" და "სიდნეის" ყოფილმა თავდამსხმელმა დღეს განცხადება გაავრცელა.
"დროა ავსტრალიელებს დავემშვიდობო. კლუბის ხელმძღვანელობას დიდი მადლობას მოვახსენებ, ავსტრალიაში გატარებული ორი სეზონი სასიამოვნო მოგონებებს დამიტოვებს."
გიორგი ბალახაძე