ფეხბურთი

18:50 | 29.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერომ ჩინეთში თამაში იუარა

იტალიური CalcioNews24-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალესანდრო დელ პიერომ ჩინეთის ჩემპიონატში თამაშზე უარი განაცხადა.

ცნობილია, რომ დელ პიერომ ავსტრალიური “სიდნეის” დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, დაასრულებს თუ არა ის საფეხბურთო კარიერას. გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის თავდამსხმელს ჩინური “გუანჩჟოუ” იწვევდა, რომელსაც მარჩელო ლიპი წვრთნის, მაგრამ დელ პიერომ აზიელები უარით გაისტუმრა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დელ პიერო კარიერის აშშ-ში ან იაპონიაში გაგრძელების ვარიანტს განიხილავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096219