ავსტრალიური “სიდნეის” ვეტერანი კაპიტანი ალესანდრო დელ პიერო საფეხბურთო კარიერის ზაფხულში დასრულებას არ გამორიცხავს. Italian Football Daily-ს ცნობით, დიდი ალბათობით, იტალიელი უკანასკნელ მატჩს თავისი ყოფილი კლუბის – ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
“ვნახოთ, შუა სეზონში როგორ განვითარდება მოვლენები. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ჩემი უკანასკნელი მატჩი იყოს. სადღეისოდ, ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა ნაადრევია. ნამდვილად არ ვიცი, ზაფხულში რა იქნება”, - განაცხადა თავდამსხმელმა.
აგვისტოში, ავსტრალიის ჩემპიონატის ვარსკვლავები ტურინის “იუვენტუსს” ამხანაგურად გაეჯიბრებიან. შესაძლოა, დელ პიერომ ბუცები ლურსმანზე სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაკიდოს.