ფეხბურთი

20:56 | 3.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო კარიერის დასრულებას არ ჩქარობს

39 წლის იტალიელი თავდამსხმელი ალესანდრო დელ პიერო აცხადებს, რომ მას ფეხბურთის თამაში კვლავ სურს.

დელ პიეროს ავსტრალიურ “სიდნეისთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და მისი მომავალი ჯერ გაურკვეველია. ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავსტრალიური კლუბი მას მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობდა, მაგრამ როგორც ირკვევა, “პინტურიკიოს” სხვა გეგმები აქვს.

“მესმის, რომ მუდმივად თამაშს ვერ მოვახერხებ, მაგრამ ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა მაქვს და გაგრძელებას ვაპირებ.

ჯერჯერობით არ ვიცი, სად განვაგრძობ კარიერას. ჩემი ერთადერთი ინტერესი ფეხბურთია. მინდა საინტერესო პროექტის მონაწილე გავხდე და კლუბს სარგებელი მოვუტანო. სწორედ ამით ვიყავი დაკავებული ავსტრალიაში.” – აცხადებს დელ პიერო, რომელმაც “სიდნეის” შემადგენლობაში ჩატარებულ 48 თამაშში მეტოქეთა კარი 24-ჯერ აიღო.

0.120354