ფეხბურთი

20:43 | 6.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო: “ფრე კარგი შედეგია”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის 4 მოუგებელი მატჩით დაწყების მიუხედავად, “ბებერ სინიორას” შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსები აქვს.

“ფრე კარგი შედეგია. მე-2 მატჩში, “გალათასარაის” წაგება “იუვენტუსს” ფლეი ოფში გასვლის კარგ შანსებს უნარჩუნებს.

იმედი მაქვს, ისეთ იტალიურ გუნდებს, როგორებიც “იუვენტუისი”, “მილანი” და “რომა” არიან, ჩემი, ტოტის, ბარეზისა და მალდინისნაირი ადგილობრივი ფეხბურთელები კვლავ ეყოლება.

იტალიაში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ძნელია მოძებნო ჩემი და ტოტისნაირი ფეხბურთელი.” – აცხადებს დელ პიერო “იუვენტუსსა” და “რეალს” შორის გამართული მატჩის კომენტირებისას.

ფრანჩესკო ტოტი, ფრანკო ბარეზი და პაოლო მალდინი ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც მთელი თავიანთი საფეხბურთო კარიერა მშობლიურ კლუბებს მიუძღვნეს. რაც შეეხება დელ პიეროს, მან “იუვენტუსში” 19 წელი გაატარა.

0.113343