ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამგზავრებელ ფეხბურთელებს სათამაშო ფორმიდან გამომდინარე შეკრებს. ესპანელ სპეციალისტს სახელოვანი ფეხბურთელების ძველი დამსახურებები ნაკლებად აინტერესებს.
“ის ფეხბურთელები, რომლებმაც ესპანეთს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობა მოუტანეს, ჩემს გულში სამუდამოდ დარჩებიან. მიუხედავად ამისა, შემადგენლობის შერჩევისას, გუნდში ის ფეხბურთელები მოხვდებიან, რომლებსაც ნაკრებისთვის მეტი სარგებლის მოტანა შეეძლებათ. უნდა ავარჩიოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩემპიონების თაობას შეცვლიან”, - განუცხადა დელ ბოსკემ ესპანურ პრესას.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, ესპანელები ჰოლანდიის, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვალდესი ხო დაიმატეს და ეს რაღა ჩემ ნიკლასბენდტნერად მინდა?
კრული კარგი მეკარეა,მაგრამ დე ხეასთან შედარებით ალვის ხეა.ამათმა რო დავითა გაუშვან,მაგარიი სლეები იქნებიან!!!
რა სისუელეა
) კრული არა ვანდერსაარი კიდე, რატომ იგონებენ ასეთ იდიოტობებს