ფეხბურთი

16:51 | 16.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკეს “ოქროს ბურთი” ესპანელისთვის უნდა

ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვისენტე დელ ბოსკეს სურს, რომ 2013-14 წლების სეზონის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ რომელიმე მისი თანამემამულე დაასახელონ. თუმცა, დელ ბოსკემ არ გაამხილა იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომელსაც “ოქროს ბურთის” მომავალი მფლობელის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში ხმა მისცა.

“არ მინდა ნაადრევად დავასახელო იმ ფეხბურთელის სახელი, რომელსაც უპირატესობა მივანიჭე. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მსურს “ოქროს ბურთი” ჩავის ან ინიესტას შეხვდეს.

ბრძოლა ამ მოთამაშეებს, კრიშტიანუ რონალდუს, ლიონელ მესისა და ფრანკ რიბერის შორის წარიმართება. რაც შეეხება საუკეთესო მწვრთნელს, ფავორიტად  იუპ ჰაინკესი მიმაჩნია” – იუწყება ესპანური პრესა დელ ბოსკეს სიტყვებს.

0.116724