ფეხბურთი

19:58 | 30.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკემ ტორესი არ გამოიძახა

ესპანეთის ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 6 სექტემბერს სტუმრად ფინეთის ნაკრებს შეხვდება, ხოლო 10 სექტემბერს ამხანაგურ მატჩს ჩილესთან ჩაატარებს.

ესპანური პრესის ინფრომაციით, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მომავალი თამაშებისთვის შეკრებაზე შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: იკერ კასილიასი (“რეალი”), ვიქტორ ვალდესი (“ბარსელონა”), პეპე რეინა (“ნაპოლი”, იტალია).

მცველები: ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი (ორივე “რეალი”), რაულ ალბიოლი (“ნაპოლი”, იტალია), ინიგო მარტინესი (“სოსიედადი”), ხორდი ალბა (“ბარსელონა”), ნაჩო მონრეალი (“არსენალი”, ინგლისი).

ნახევარმცველი: კოკე, მარიო სუარესი (ორივე “ატლეტიკო”), სანტი კასორლა (“არსენალი”, ინგლისი), სერხიო ბუსკეტსი, ჩავი, ანდრეს ინიესტა, სესკ ფაბრეგასი (ყველა “ბარსელონა”), ხესუს ნავასი, დავიდ სილვა (ორივე “მანჩესტერ სიტი”), ისკო (“რეალი”).

თავდამსხმელები: ალვარო ნეგრედო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), რობერტო სოლდადო (“ტოტენჰემი”, ინგლისი), პედრო (“ბარსელონა”), დავიდ ვილია (“ატლეტიკო”). 

ამჯერად, დელ ბოსკემ ეროვნულ ნაკრებში ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი არ მიიწვია.


0.123265