ფეხბურთი

14:29 | 7.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკემ ჰოლანდიასთან დაპირისპირება იწინასწარმეტყველა

ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ იწინასწარმეტყველა, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის კენჭისყრის შედეგად ჯგუფში ჰოლანდია შეხვდებოდა.

“დილას ვთქვი, რომ ჯგუფში ჰოლანდია შეგვხვდებოდა. ასეც მოხდა. ჰოლანდია ცოტა შეიცვალა. განსაკუთრებით შუა ხაზში. თუმცა, მას კვლავ ჰყავს რობენი, ვან პერსი, ვან დერ ვარტი და სნეიდერი. სერიოზული ბრძოლა იქნება” – იუწყება დელ ბოსკეს სიტყვებს BBC.

B ჯგუფში ჰოლანდიასთან და ესპანეთთან ერთად, ჩილე და ავსტრალია მოხვდნენ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა ჰოლანდია 1:0 დაამარცხა.

0.119775