ფეხბურთი

17:50 | 24.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკემ 2014 წლის მუნდიალის მოგება დაგეგმა

მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ, ბრაზილიის 2014 წლის მუნდიალის მოგება დაგეგმა.

“2014 წელს კონკრეტული მიზანი გვაქვს – მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, რაც რთული ამოცანაა. ჩვენ გვინდა, რომ ესპანეთში ხალხი თავისი ნაკრებით ამაყობდეს. ჩვენი გუნდი ფიფას რეიტინგში 6 წელია ლიდერია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი წარმატება “აფეთქებებს” არ ეფუძნება - მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე გამარჯვება, სტაბილურობის შედეგია”, - იუწყება დელ ბოსკეს სიტყვებს Football Espana.

შეგახსენებთ, რომ დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით ესპანელებმა 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს, ხოლო 2012-ში – ევროპის პირველობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103161