ფეხბურთი

14:03 | 16.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე: “ტორესი და ხავი მარტინესი ფორმაში არ არიან”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ფინეთთან (22 მარტი) საკუთარ მოედანზე და საფრანგეთთან (26 მარტი) სტუმრად ჩასატარებელი მატჩებისთვის შეკრებაზე ფერნანდო ტორესისა და ხავი მარტინესისა არგამოძახება მათი არასასურველი სათამაშო ფორმით ახსნა.

“ტორესი და ხავი მარტინესი ფორმაში არ არიან. ხავი 100%-ით მზად არ არის. არ შეგვიძლია, რომ ნაკრების კანდიდატებში 100%-ით დარწმუნებული არ ვიყოთ. ამიტომ, ისინი არ გამოვიძახე. თავდამსხმელების არასტაბილურობა ჩვენი გაურკვევლობაა. თავდამსხმელების არასტაბილურობა ყველას გადაგვეცემა. ვფიქრობ, რომ ნაკრებში ფორვარდები საკმარისად გვყავს. ასევე გვაქვს ალტერნატივა – პედრო, სილვა და მატა. ვერავინ დაგვადანაშაულებს, რომ შემტევი გუნდი არ ვართ”, – იუწყება დელ ბოსკეს სიტყვებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.

 

 

თეგებიდელ ბოსკე
0.116682