ფეხბურთი

19:40 | 25.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე “რეალისა” და “ატლეტიკოს” ფეხბურთელებს ბოლივიასთან დაასვენებს

მადრიდის “რეალისა” და “ატლეტიკოს” ის ფეხბურთელები, რომლებიც ესპანეთის ნაკრებში მოხვდნენ, ბოლივიასთან გასამართ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების პირველ თამაშს “ფურია როხა” 30 მაისს, ბოლივიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ვისენტე დელ ბოსკემ ამ შეხვედრაში “რეალისა” და “ატლეტიკოს” ფეხბურთელების დასვენება გადაწყვიტა. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ 24 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშეს.

ესპანეთის ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელებიდან ლიგის ფინალში იკერ კასილიასმა, სერხიო რამოსმა, დანიელ კარვახალმა, ხუანფრანმა, კოკემ, დავიდ ვილიამ და დიეგო კოსტამ ითამაშეს. მათ გარდა, ბოლივიასთან დაისვენებს ჩაბი ალონსოც, რომელმაც ფინალს თვალი ტრიბუნებიდან მიადევნა.

0.109783