ფეხბურთი

12:27 | 14.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე: “კასიალისი, რეინა და ვალდესი ნაკრების ღირსნი არიან”

ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ, ეკვადორთან ამხანაგური მატჩისთვის სამი მეკარის: იკერ კასილიასის, პეპე რეინასა და ვიქტორ ვალდესის მიწვევის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

“ეს მოთამაშეები იმიტომ მივიწვიეთ, რომ გვსურდა გაგრძელდეს ის ტრადიცია, რაც კონფედერაციათა თასის გათამაშების დროს ჩამოყალიბდა. ისინი ერთმანეთს მხარს კარგად უჭერდნენ და საუცხოო პარტნიორები იყვნენ. რა თქმა უნდა, ყურადღებას ახალგაზრდა მეკარეებსაც ვაქცევ, მაგრამ დღესდღეობით ცვლილებების მიზეზს ვერ ვხედავ. სამივე მათგანი ნაკრებში იმიტომაა, რომ ამას იმსახურებს” – იუწყება დელ ბოსკეს სიტყვებს ესპანური პრესა.


0.118401