ფეხბურთი

14:08 | 1.10.2013 | ნანახია 0 - ჯერ

დელ ბოსკე კასიალიასს მხარს უჭერს და კოსტას საკითხის გარკვევას ელოდება

ესპანეთის საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვისენტე დელ ბოსკეს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ იკერ კასილიასს მადრიდის “რეალში” მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობას მაინც შეძლებს.

“ჯერ კიდევ შევხედავთ, მაგრამ თუ კასილიასი კარგ მდგომარეობაში იქნება, მაშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება. სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელი ცუდ ფორმაშია” – იუწყება დელ ბოსკეს სიტყვებს ესპანური პრესა.

2012-2013 წლების სეზონში, “რეალის” ექსთავკაცს ჟოზე მოურინიოსა და კასილიასს კონფლიქტი ჰქონდათ, ხოლო მას მერე რაც მეკარემ ტრავმა მიიღო, პორტუგალიელმა მწვრთნელმა ის სათადარიგოებში დასვა და სასტარტოში დიეგო ლოპესი დააყენა.

მადრიდელთა ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კი განაცხადა, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონში კარს ლოპესს ანდობდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში – კასილიასს. სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, კასილიასი სტუმრად “გალათასარაისთან” მოგებული (6:1) მატჩის პირველ ტაიმში დაშავდა და შეცვალეს.

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კასილიასის გარდა, მადრიდის “ატლეტიკოს” ბრაზილიელი ფორვარდის დიეგო კოსტას თემასაც შეეხო. ესპანელებს სურთ, რომ კოსტამ მათ ნაკრებში ითამაშოს და ფიფას შესაბამისი თხოვნით მიმართეს. თუმცა, 24 წლის თავდამსხმელს ბრაზილიის ნაკრებში 2 ამხანაგური შეხვედრა ჩაუტარებია, მაგრამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის აზრით, ვინაიდან ეს მატჩები ოფიციალური არ იყო, კოსტას ნატურალიზების შანსი აქვთ.

“მიმდინარეობს იმის გარკვევა შეუძლია თუ არა კოსტას ესპანეთის ნაკრებში თამაში. ვნახოთ, ეს საქმე წყდება და სიახლეებს ველოდებით” – თქვა დელ ბოსკემ.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთის ნაკრები ბოლო მატჩს ალბასეტეში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.

 


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:42 | 21.04.2016
პანტელეიმონი (4347)

ლაშა, ოლიმპიური ოქროს ველოდებით შენგან.

18:45 | 20.04.2016
miriani (2665)

მე ძმაო ტალახაძისგან ოლიმპიურ ოქროს ველოდები ოლიმპიური რეკორდით!!!
ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს და ტრავმები აცილოს.
წარმატებები ლაშას

23:31 | 19.04.2016
davit-tg (768)

მადლობაააააა!მაგრები ხართ.კალათბურთი,რაგბი,ძიუდო და ეხლა ძალოსნობა.ამ სახეობის მამები არიან ნამდვილი პროფესიონალები და საამაყო ერისშვილება.წარმატება ქართულ სპორტს

15:41 | 19.04.2016
BEERTRANCE (97819)

ოლიმპიადაზეც გაგვეხაროს მათი წარმატების

0.065624