ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ კონფედერაციათა თასის ჯგუფური ეტაპზე ნიგერიასთან 3:0 მოგებული დასკვნითი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
თამაშის შეფასების შემდეგ მან ნახევარფინალურ დაპირისპირებაზეც ისაუბრა და AS-თან საუბარში აღნიშნა, რომ იტალიელები ევროპის ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას ეცდებიან.
“ნიგერიასთან გამართული შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. მოგებამ კონფედერაციათა თასის ჯგუფური ეტაპის პირველ ადგილზე დასრულების და ნახევარფინალში გასვლის საშუალება მოგვცა. ნახევარფინალში იტალიასთან გვიწევს თამაში. ვფიქრობ, იოლი მატჩი არ გველის. ეჭვიც არ მეპარება, რომ “სკუადრა აძურა” ევროპის ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას ეცდება. მაგრამ ჩვენი მიზანი ფინალში გასვლაა და საამისოდ მაქსიმუმს გავიღებთ”, - განაცხადა დელ ბოსკემ.
კონფედერაციათა თასის ნახევარფინალური მატჩი ესპანეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის 27 ივნისს გაიმართება. ერთი დღით ადრე მეორე ნახევარფინალურ მატჩში მასპინძელი ბრაზილია ურუგვაის ეთამაშება.