ფეხბურთი

13:53 | 18.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე ესპანეთის ნაკრებში რჩება

 

ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე სამუშაო ადგილის შეცვლას არ გეგმავს. დელ ბოსკე “ფურია როხას” ევრო 2016-ზეც გაუძღვება.

“ფედერაცია ჩემს მუშაობას აფასებს. ძალებს მოვიკრებთ და მაქსიმალურად ბევრს ვიმუშავებთ. რევოლუციას არ უნდა ველოდოთ. იგივე გზას მივყვებით, ოღონდ მცირე ცვლილებებით. ვეცდებით, ევროპის ჩემპიონატზე ტიტული დავიცვათ”, - განუცხადა დელ ბოსკემ ესპანურ მედიას.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ესპანელებს ჭიდილი უკრაინის, სლოვაკეთის, ბელარუსის, მაკედონიისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან მოუწევთ.

0.110678