ფეხბურთი

14:48 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავენ

 

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკესთან თანამშრომლობის გახანგრძლივება სურს. ამის შესახებ გამოცემა AS- ი იუწყება.

მხარეები ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბელარუსთან და საქართველოსთან მატჩების შემდეგ დაიწყებენ.

AS- ის ცნობით, შეთანხმების ვარიანტი, რომ საბოლოოსთან ახლოსაა, უკვე მზადაა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში ხაზს უსვამენ, რომ ეროვნული თავკაცის პოსტზე სხვა კანდიდატურას არ განიხილავენ. არადა, თავად დელ ბოსკემ არაერთხელ განაცხადა, რომ ბრაზილიის მუნდიალის მერე ნაკრებს დატოვებდა.

62 წლის დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით ესპანელებმა 80 მატჩი ჩაატარეს და 65 მოიგეს, 8-ჯერ ფრე ითამაშეს, ხოლო 7-ჯერ დამარცხდნენ. ამდენი თამაში ესპანელთა თავკაცის პოსტზე არცერთს მწვრთნელს ჩაუტარებია და არც მსგავსი შედეგი უჩვენებია. დელ ბოსკემ “ფურია როხას” 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და 2012 წლის ევროპის პირველობა მოაგებინა.

0.116263