ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ "ბაიერნის" და "რეალის" დაპირისპირებას საგამოფენო მატჩი უწოდა და აღნიშნა, რომ კარლო ანჩელოტიმ ფეხბურთი გაამდიდრა.
"ამ მატჩს ფეხბურთის გამოფენას ვუწოდებ, რადგან "რეალმა" საოცრად ითამაშა. "ბაიერნმა" ვერაფერი მოახერხა, სამაგიეროდ ანჩელოტიმ შეძლო გერმანული კლუბის ყველა ასპექტში დამარცხება. იტალიელი სპეციალისტისთვის ასეთი დაკვირვება კარგია და მან ამ მხრივ ფეხბურთი გაამდიდრა. ანჩელოტიმ “რეალში” მისვლის პირველი დღიდან, გუნდის სათამაშო ხარისხი ნელ-ნელა გაზარდა და შედეგიც სახეზე გვაქვს." - ციტირებს ესპანური Marca დელ ბოსკეს სიტყვებს.
ესპანეთის ნაკრების დამრიგებელმა პეპ გვარდიოლას შესახებაც ისაუბრა:
"მისთვის ყველაზე ცუდი დღე იყო. მე აღტაცებული ვარ მისი საფეხბურთო ფილოსოფიით და სამწვრთნელო კარიერით. გვარდიოლა ძლიერი პიროვნებაა და მჯერა, რომ მომავალში "ბაიერნთან" ერთად წარმატებას აუცილებლად მიაღწევს."
გიორგი ბალახაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ორი გენიოსი
ორივე თანამედროვეობის ძალიან დიდი მწვრთნელია..
უკვე ყველა ნორმალურმა მწვრთნელმა ისწავლა თუ როგორ უნდა ეთამაშინ გვარდიოლას და დელ ბოსკესაც. ამ მხრივ არც ლუიშ ფელიფე სკოლარია გამონაკლისი და მსოფლიოზე დაგახევთ თავზე
მართალია ულვაშა, ვერ შეედავები
ვეთანხმები ბოსკეს. მე მაგალიტად იშვიათი გამონათებების გარდა ბოსკეს მერე პირველად ვხედავ იუმ რეალს რომელიცAშემიყვარდა და რომელსაც დღემდე ვგულშემატკივრობ. იმედია ანჩე დიდხანს იუქნება ჩვენთან და პერესი არ დაუშვებს იმ შეცდომას რაც დელ ბოსკესთან მიმართებაში დაუშვა.
) რამოსს კიდე დასვენებვა არ ჭირდება.
კასომ დაამტკიცა ვინ უნდა იდგეს კარში. ასე რომ ესპანეთი ბრაზილია-ფინალში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს
)
რაც შეეხება ესპანელების ჰეგემონიის დამხობას-ბრაზილიის გარდა ამ გუნდის შემჩერებელი მე დღესაც არავინ მელოდება, მაგრამ ისიც სახლში. თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა მე მეეჭვება რომ ფინალამდე ეს ორი გუნდი ვინმემ შეაჩეროს- ლაპარაკობენ არგენტინასა და გერმანიაზე-მარა ნახევარი თავით დაბლა დგანან ,ინიმუმ ესპანეთზე. არ დაგავიწყდეთ ვინაა ესპანეთი ტრენერი და არც ის დაგავიწყდეთ რომ პრაქტიკულად ერთი თვეა ბარსას ბირთვი ისვენებს და მსოფლიოსთვის ემზადება
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
გვარდიოლა წაიყვანეთ ნაკრებში და ულვაშა გამოუშვით ბაიერნში...
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=9RuTyZN3EUU')>0?'https://www.youtube.com/watch?v=9RuTyZN3EUU':'https://www.youtube.com/watch?v=9RuTyZN3EUU'))
) იმედია დაბრუნდება მილანში
ჩემთვის ყველაზე მაგარი მწვრთნელი
იდეა მაქ ; გვარდიოლა დანიშნონ ესპანეთის მწრთვნელად იქნება მაშინ მაინც დაიმხოს ესპანელების ჰეგემონია :დ
ესპანელების ჰეგემონია რომ დამხობილია უკვე სულ მალე დაინახავ ბრაზილიაში
ნამდვილად. ეყო ესპანეთს უკვე რასაც მიაღწია. ბრაზილიას თუ სადმე გადაეყარა, უშანსოდ წააგებენ. ეგრეც მინდა მოხდეს, იქეთ იქნება იტალია მიღოღდეს ფინალამდე და ერთი თამაშის ჩატარება მაგათზე უკეთ არავის ძალუძს ))) ფორცა იტალია !
ეს ადრეც აღვნიშნე და რეალის ფანობას არ მოეწონა, რეალმა ანჩელოტის ხელში გადამწყვეტი თამაშები ვერ ითამაშაო, არადა რეალი ანჩელოტის ხელში ბევრად ელეგანტურ და ლამაზ ფეხბურთ აჩვენებს ვიდრე გასულ წლებში, ვიმეორებ დელ ბოსკეს შემდეგ ჩემის აზრით ასეთი საინტერესო რეალი არ ყოფილა....ის რაც სამეფო გუნდს შეჰფერის ყველაფერი აქ აღებულ მომენტში, ფინალში გასვლაც დაიმსახურა 100%