ფეხბურთი

14:13 | 27.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დეკუ დოპინგ-ტესტზე ჩავარდა

“პორტუს”, კატალონიის “ბარსელონასა” და ლონდონის “ჩელსის” ყოფილი ნახევარმცველი დეკუ დოპინგ-სკანდალში გაეხვა. Goal-ის ცნობით, “ფლუმინენსეს” 36 წლის ნახევარმცველი წელიწადიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ბრაზილიური წარმოშობის პორტუგალიელს ტესტი “ფლუმინენსესა” და “ბოავიშტას” მატჩის შემდეგ ჩაუტარდა. აღნიშნული დაპირისპირება 30 მარტს შედგა. ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა და დამტკიცდა, რომ ფეხბურთელი აკრძალულ პრეპარატებს იყენებდა.

თავდაპირველად, დეკუს 30-დღიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდეს, მოგვიანებით კი, პორტუგალიელს თამაში წელიწადით აუკრძალეს. საგულისხმოა, რომ დეკუმ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება ზაფხულში გააკეთა. ამრიგად, თუკი ნახევარმცველს მოედანზე დაბრუნება მოესურვება, ამას წელიწადზე ადრე ვერ შეძლებს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111391