ბელგიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "პორტუს" ცენტრალური ნახევარმცველი სტივენ დეფური კარიერას "ანდერლეხტში" გააგრძელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას პორტუგალიური გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
ბელგიელებმა "პორტუს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გადაუხადეს და დეფურიმ ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლიეჟის "სტანდარტის" ყოფილი ფეხბურთელი ბელგიას სამწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა.
26 წლის ფეხბურთელისადმი დიდ ინტერესს პსვ იჩენდა, თუმცა ჰოლანდიური და პორტუგალიური მხარეები ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ.
"პორტუს" შემადგენლობაში დეფურმა სამი სეზონის განმავლობაში 109 მატჩი ჩაატარა და 6 გოლთან ერთად 6 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.
გიორგი ბალახაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია