მთელი დიდი ბრიტანეთი დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს უიმბლდონის ტურნირს და 26 წლის შოტლანდიელ ენდი მარეის ქომაგობდა. ენდიმაც მათ იმედი არ გაუცრუა და “ღია ეპოქაში” პირველი ბრიტანელი გახდა, რომელმაც უიმბლდონის ტურნირი მოიგო.
ამ ფაქტით გახარებულმა დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ პირადი წერილით მიმართა ენდი მარეის და გუშინდელი ტრიუმფი მიულოცა. აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩთან ფინალამდე მარეის დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კემერონმა მიმართა და გადამწყვეტ მატჩში წარმატება უსურვა.
ამასობაში, უიმბლდონის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში მოპოვებული საჩემპიონო ტიტულისთვის განკუთვნილი მთლიანი ჰონორარი, მილიონ 600 ათასი გირვანქა, ენდი მარეიმ მთლიანად როიალ მარსდენის კიბოს დაავადებათა კვლევის ცენტრის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა.