ჩოგბურთი

22:45 | 8.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დებიუტანტის ნახევარფინალის შანსი

 შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა ლონდონში მიმდინარე ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ერთადერთი მონაწილეა, რომელიც პირველად ასპარეზობს ამ შეჯიბრებაში და მას ნახევარფინალში გასვლის რეალური შანსი აქვს. ეს შანსი კი რაფა ნადალზეა დამოკიდებული. თუკი მალიორკელი ჩეხ ტომაშ ბერდიხს დაამარცხებს, შემაჯამებელის საუკეთესოთა კვარტეტში ვავრინკა გავა. სტანისლასმა დღეს რეიტინგსიის მესამე ნომერ დავიდ ფერერს 6:7, 6:4, 6:1 მოუგო და მომდევნო მატჩს ინტერესითა და იმედით დაელოდება.

28 წლის ვავრინკას ვალენსიელი ფერერის დასამარცხებლად 2 საათი და 19 წუთი დასჭირდა. სტანისლასის ანგარიშზე 6 ბრეიკი და 14 ეისია. შეგახსენებთ, პირველ მატჩში ვავრინკამ ბერდიხს სძლია, მეორეში კი ნადალთან 2 ტაიბრეიკისგან შემდგარი სეტით წააგო.

0.232023