“ნიუკასლის” მცველი მატიე დებიუში კარიერას ლონდონის “არსენალში” განაგრძობს. ბრიტანული მედიის ცნობით, კლუბებს 28 წლის ფრანგის ტრანსფერი უკვე შეთანხმებული აქვთ.
რამდენადაც ცნობილია, “მეთოფეებს” დებიუშის ტრანსფერი 8 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდებათ. ფრანგის გადაბირება “რომას”, “მონაკოსა” და პსჟ-საც სურდათ, მაგრამ გამარჯვებული “არსენალი” გამოვიდა.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში, დებიუშიმ 29 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის ავტორი გახდა.