ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე დავიდ დე ხეა კატალონიის “ბარსელონას” წინადადების განსახილველად მზადაა. ამის შესახებ El Mundo Deportivo იუწყება.
22 წლის ესპანელი სამშობლოში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ “ბლაუგრანასგან” მიიღებს წინადადებას. მეკარემ თავისი აგენტი ჟორჟე მენდეში უკვე ჩააყენა საქმის კურსში და ახლა, ჯერი კატალონიელებზეა.
გავრცელებული ინფორმაციით, დე ხეას ხილვა მადრიდის “რეალსაც” სურს.