“მილანის” ახალგაზრდა განაპირა მცველს, მატია დე შილიოს იმედი აქვს, რომ მისი გუნდი, სერია A-ში, მე-2 ადგილს დაიკავებს.
ამჟამად, “მილანი” მე-4 პოზიციას იკავებს და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მე-3 ადგილს “როსონერი” 2 ქულით ჩამორჩება. “მილანზე” ერთი საფეხურით მაღლა “ლაციოა”, რომელსაც მასიმილიანო ალეგრის გუნდი უახლოეს ტურში ეთამაშება. მე-2 პოზიციაზე მყოფ “ნაპოლის” “მილანზე” 7 ქულით მეტი აქვს.
“რომაელები აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, რადგან “მილანის”, “ინტერისა” და “ფიორენტინას” გარდა, მე-3 ადგილისთვის ეს გუნდიც იბრძვის.
წინ კიდევ არაერთი თამაშია. ასე რომ, თუ ფორმას შევინარჩუნებთ, მე-2 ადგილის დაკავებასაც მოვახერხებთ.” – ციტირებს დე შილიოს სიტყვებს Football Italia.