ფეხბურთი

15:30 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

დე სანკტისი ზაფხულში “რომასთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

 “რომას” ხელმძღვანელობა გუნდის ნომერ პირველ მეკარე მორგან დე სანკტისთან ზაფხულში კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას აპირებს.

ამრიგად, 37 წლის მეკარე განახლებული “რომას” კარის დარაჯიც იქნება და ეს მან მიმდინარე სეზონში ნაჩვენები დამაჯერებელი თამაშით დაიმსახურა.

დე სანკტისის მოქმედ კონტრაქტს “მგლებთან” ვადა 2015 წლის ზაფხულში ეწურებოდა, თუმცა, ახლა ეს ვადა 2016 წლამდე გადაიწევს. წყაროს ცნობით, კარის დარაჯს ზაფხულში შეთავაზება უცხოური კლუბიდან ექნება, მაგრამ რომაელების შეთავაზების შემთხვევაში ის თანხმობას განაცხადებს და გუნდში დარჩება.

0.134821