თამაშგარე

10:23 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დე როსის ცოლის გულახდილობა

იტალიური “რომასა” და “სკუადრა აძურას” ლეგენდარული ფეხბურთელის, დანიელე დე როსის მეუღლე, მოდელი ტამარა პისნოლი ”წინა ცხოვრებაში”, ანუ იქამდე, სანამ აპენინელ ფეხბურთელს შეხვდებოდა, ორჯერ იყო გათხოვილი და თავის წინა ქორწინებებზე საუბარი ბუნებრივია არ უყვარდა.

ცოტა ხნის წინ კი, მშვენიერმა ტამარამ ნავსი გატეხა და თავისი წარსულის არცთუ ლამაზი და სურნელოვანი ფურცლები გამოამზეურა. დე როსის მეუღლის თქმით, მისი პირველი ორი ქორწინებიდან პირველი განსაკუთრებით დიდ შეცდომად მიაჩნია, რადგან ისეთ ადამიანს (ვინმე ორიოტეს) გაჰყვა ცოლად, რომელიც ამას უბრალოდ არ იმსახურებდა.

ტამარას მეორე ქმარი, იტალიური ტელესერიალების ნაკლებად ცნობილი მსახიობი იყო, რომელსაც დე როსის მეუღლე დაქორწინებიდან სულ რაღაც 1 წელიწადში გაშორდა. ტამარა პისნოლი ამბობს, რომ დანიელე მის ცხოვრებაში ერთადერთი ნამდვილი მამაკაცია და შვილებიც სწორედ დანიელესთან ჰყავს. ”ალბათ უმჯობესი იქნებოდა, დანიელეს თუ უფრო ადრე შევხვდებოდი” – ამბობს ტამარა. 

0.164929