ფეხბურთი

23:28 | 11.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

დე როსი, სტეკელენბურგი და ბალძარეტი “მილანთან” ვერ ითამაშებენ

იტალიის ჩემპიონატის 37-ე ტურში, “მილანთან” გასამართ მნიშვნელოვან მატჩს “რომა” დიდი დანაკლისით ხვდება. დედაქალაქელებს დანიელე დე როსი, მარტენ სტეკელენბურგი და ფედერიკო ბალძარეტი ვერ დაეხმარებიან. სამივე მათგანი განაცხადს მიღმა დარჩა.

“მილანთან” გასამართი დაპირისპირების განაცხადში მოხვდა მირალემ პიანიჩი, მაგრამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მასაც პრობლემები აქვს და ბოსნიელი ნახევარმცველის მოედანზე ხილვა ნაკლებად სავარაუდოა.

0.138586